воскресенье, 2 ноября 2008 г.

ქალაქური

დღესდღეობით საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ცხოვრობს ქალაქად, მარტო თბილისში 2 მილიონი მოსახლეა, ამიტომაც აქ თავი მოიყარა სხვადასხვა კუთხის შვილებმა და ძნელია გამოარჩიო რომელ ხაჭაპურსა აქვს ქალაქად უპირატესობა. ჩვენ ვფიქრობთ რომ ქალაქად ყველაზე მეტად ფენოვანი და ნახევრად ფენოვანი ხაჭაპურები გვხვდება. ამიტომაც გთავაზობთ რეცეპტებს:

ფენოვანი ხაჭაპური

მასალა:
100გრ არაყი, 300გრ თბილი წყალი, 100გრ მარგარინი, 2ს/კ ძმარი,50გრ ზეთი, 1 კგ. ფქვილი, 500გრამიანი მარგარინი, 2კგ ყველი.

მომზადება:
არაყი, თბილი წყალი, მარგარინი, ძმარი, ზეთი და ფქვილი შევაზილოთ იმდენი რომ გამოვიდეს რბილი მასა. მოზელილი ცომი გავყოტ 3 ნაწილად.ავიღოთ 500გრამიანი მარგარინი, გავყოთ 9 ნაწილად. შერბილებული მარგარინი წაუსვათ გაბრტყელებულ ცომს და გადავკეცოთ კონვერტისებურად, ასე გავიმეოროთ 3-ჯერ.(ცომს მაცივარი არ უნდა) შემდეგ თითოეული გუნდა გავჭრათ 3 ნაწილად,თითო ნაწილიდან უნდა გამოვიყვანოთ 4 ხაჭაპური. გავაბრტყელოთ ცომი და შიგ ჩავდოთ წინასწარ დაფშვნილი ყველი, ხაჭაპურს შეიძლება მივცეთ კვადრატის, მართკუთხედის, სამკუთხედის ან წრის ფორმა. აირღუმელში შედების წინ ზემოდან წაუსვათ კვერცხი და გამოვაცხოთ.


ხუთწუთიანი ხაჭაპური.

200 გრამი კარაქი დავფშვნათ 5 თხელ ჭიქა ფქვილში. ისე რომ მივიღოთ ერთგვაროვანი მასა. შუაგულში ჩავასხათ ერთ ქილაზე ცოტა ნაკლები მაწონი. სანამ მაწონს და ფქვილს ავურევთ 1 ჩაის კოვზი სოდა გავხსნათ 2 ჩაის კოვზ ძმარში და და დავასხათ მაწონს . ამის შემდეგ მოვზილოთ ცომი. გავახვიოთ ის ცელოფანში და შევდოთ საყინულეში მანამ სანამდე ყველს მოვამზადებთ. გავხეხოთ 700-800 გრამი წყალგავლებული და არა დამბალი ყველი (დალბობა არ არის საჭირო ) დავუმატოთ ერთი კვერხი. გამოვიღოთ ცომი მაცივრიდან გავაბრტყელოთ კონვერტისებურად მთლიანად და შუაში მოვათავსოთ ყველი. გვერდები ორი მხრიდან მივიტანოთ ერთმანეთთან და მოვუკრათ პირი და ბოლოები. თავზე გადავუსვათ ათქვეფილი კვერცხის გული და შევდოთ გაზქურაში. ხაჭაპური დაახლოებით 25-30 წუთში მზად იქნება.

ხაჭაპური

1 სუფრის კოვზი საფუარი, 1 სუფრის კოვზი შაქარი, 1/2 ჩაის კოვზი მარილი, 0,5 ლ რძე, ფქვილი რამდენსაც შეიზელს, 30 გრ ზეთი.
0,5 ლ თბილ რძეში გავხსნათ 1 სუფრის კოვზი საფუარი, 1 სუფრის კოვზი შაქარი და 1/2 ჩაის კოვზი მარილი. მოვაყაროთ ფქვილი და მოვზილოთ რბილი ცომი. ზელვის დროს ხელი დავისველოთ ზეთში. გადავაფაროთ ტილო, დავდგათ თბილ ადგილას 1,5-2 საათით, ვიდრე ცომი არ ამოვა.
აფუებული ცომი გავყოთ 4 ნაწილად, ამოვავლოთ ფქვილში, სათითაოდ გავაბრტყელოთ. თითოეულზე მოვათავსოთ ყველის გულსართი, მოვუკრათ თავი, გავაბრტყელოთ, გამოვაცხოთ ცხელ ქურაში. ცხელ, გამომცხვარ ხაჭაპურს ზემოდან გადავუსვათ კარაქი.
ყველის გულსართი: 1 კგ ყველი (იმერული, სულგუნი, ბრინზა, ,,ქარხნული~), 1 ც კვერცხი, კარაქი.
უმარილო ან ნაკლებად მარილიანი ყველი დავჭრათ, დავჭყლიტოთ ან გავხეხოთ საცერში, ან გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, მოვზილოთ ხელით, შეიძლება შევურიოთ კვერცხი. თუ ყველი მარილიანია, მაგარია, დავჭრათ თხელ ნაჭრებად, ჩავალაგოთ რაიმე ჭურჭელში, დავასხათ წყალი, დავტოვოთ 2-4 საათის, ან მეტი ხნის განმავლობაში (ყველის მარილიანობის მიხედვით), პერიოდულად ვუცვალოთ წყალი. გადავიტანოთ თუშფალანგზე, დავწრიტოთ, გავწუროთ, გულდაგულ დავჭყლიტოთ, დავამატოთ კვერცხი.
თუ ყველი ცხიმიანი არაა, შეიძლება დავამატოთ კარაქი - გემოვნებით.ასეთივე ცომითა და ტექნოლოგიით მზადდება კარტოფილის, ყველისა და კარტოფილის, ჭარხლის ფოთლის, ყველისა და კვერცხის ხაჭაპურები

საფუარიანი ცივი ცომი ხაჭაპურისათვის

კარაქი ან მარგარინი კარგად დავკეპოთ ფქვილთან ერთად, გავაკეთოთ ღრმული და ჩავასხათ ცივი რძე, რომელშიც კარგად იქნება გახსნილი საფუარი. მოვზილოთ საშუალო სიმაგრის ცომი და მოვათავსოთ მაცივრის საყინულეში 40-50 წუთში. გამოვიღოთ, გავაბრტყელოთ, მივცეთ ჩვენთვის სასურველი ფორმა , შუაგულში ჩავდოთ დაფშვნილი ყველის გულსართი და გამოვაცხოთ ხაჭაპური. (ჩვეულებრივ ასეთი ცომი შეიძლება მაცივარში შევინახოთ რამოდენიმე დღე და შემდეგ გამოვიყენოთ).